The Washington Post: პოლიტიკური დონორების, სამოქალაქო ლიდერებისა და ბიზნესის წარმომადგენლების ჯგუფმა ბაიდენს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მას საარჩევნო რბოლიდან გასვლისკენ მოუწოდებენ

ჯო ბაიდენი

პოლიტიკური დონორების, სამოქალაქო ლიდერებისა და ბიზნესის წარმომადგენლების ჯგუფმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მას საარჩევნო რბოლიდან გასვლისკენ მოუწოდებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Washington Post-ი ავრცელებს.

„ჩვენ პატივისცემით მოგიწოდებთ, დატოვოთ საარჩევნო რბოლა ჩვენი დემოკრატიისა და ჩვენი ერის მომავლისთვის“, - ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელი მოაწერა 168 პირმა.

სააგენტო Bloomberg-მა „დემოკრატიულ პარტიაში“ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ ათობით „დემოკრატი“ კანონმდებელი განიხილავს წერილზე ხელმოწერას, რომელშიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საარჩევნო რბოლიდან გასვლისკენ მოუწოდებენ.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი საერთოდ არ განიხილავს საარჩევნო რბოლიდან გასვლას.