ნინო ჩხეიძე ისრაელიდან მიმართვას ავრცელებს და არსებულ ვითარებაზე წერს
1772440085
დაინტერესებული ვართ, ხანგრძლივი მშვიდობა იყოს ჩვენს რეგიონში, რადგან არ შეიძლება, ჩვენი ქვეყნისთვის რაიმე ტიპის საომარი ხანგრძლივი ესკალაცია მისასალმებელი იყოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
შარმანაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ყველა სიტყვას მნიშვნელობა აქვს, რომელიც შეიძლება, საქართველოს დღევანდელ დღეზეც და მომავალზეც აისახოს.
„რადიკალებისგან განსხვავებით, ჩვენ ხელისუფლება ვართ. ყველა ჩვენს სიტყვას მნიშვნელობა აქვს, რომელიც შეიძლება, საქართველოს დღევანდელ დღეზეც და მომავალზეც აისახოს. პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მას ირანული მხარე დაუკავშირდა და ისინი მზად არიან მოლაპარაკებისთვის. ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდება და ისინი დიპლომატიურ გზებს გამონახავენ. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს ესაუბრა და სოლიდარობაც გამოუცხადა, მათ გულთბილი საუბარი ჰქონდათ. ის ფაქტი, რომ ასეთ მძიმე ჟამს დრო გამონახა და დრო საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელს დაუთმო, უკვე კარგია და იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენს პოზიციას მათთვის გარკვეული წონა აქვს. დაინტერესებული ვართ, ხანგრძლივი მშვიდობა იყოს ჩვენს რეგიონში, რადგან არ შეიძლება, ჩვენი ქვეყნისთვის რაიმე ტიპის საომარი ხანგრძლივი ესკალაცია მისასალმებელი იყოს“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, მან თავისი უაზრო მოქმედებებიდან გამომდინარე, ასეთი „ხმა ტკბილი“ 2008 წელს თავის მამულში უკვე გაიგონა. არ ვიცი, რას გულისხმობს, მკვლელობის ხმის გაგონება უნდა საქართველოში? მან თქვა, საქართველოში გამაგონა ეს ხმაო, ასეთ ადამიანთან გვაქვს საქმე. ჩვენ თითის მიშვერა არ გვჭირდება, თვითონ საუბრობს ხოლმე და ამ ყველაფერს ხალხიც ხედავს“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „დიქტატორი მოკლეს, ირანი თავისუფალია, ხალხი ზეიმობს. ღმერთო, ღმერთო, ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში“.