მარტში, უქმეების გარდა, მოსწავლეები კიდევ 6 დღე დაისვენებენ
1772311592
საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელის რაფაელ გროსის განცხადებით, ამ დროისთვის ირანის ბირთვული ობიექტები არ დაზიანებულა.
„არ არსებობს მინიშნება, რომ რომელიმე ბირთვული დანადგარი, მათ შორის ბუშერის ატომური ელექტროსადგური, თეირანის კვლევითი რეაქტორი ან სხვა ბირთვული საწვავი ციკლი ირანში დაზიანდა ან დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა“, – აცხადებს რაფაელ გროსი.
მისი თქმით, სააგენტო განაგრძობს მცდელობას, კონტაქტზე გავიდნენ ირანის ატომური სააგენტოს ხელმძღვანელობასთან, თუმცა ჯერჯერობით არავითარი რეაგირება არ არის.
რაფაელ გროსი ასევე სამხედრო თავშეკავებისკენ მოუწოდებს მხარეებს და აღნიშნავს, რომ ირანში ფუნქციონირებს ბირთვული ქარხნები და კვლევითი რეაქტორები, რათა საფრთხე არ შეექმნას ბირთვულ უსაფრთხოებას.
„ჯერჯერობით რადიაციის დონის ნორმის ზემოთ ზრდა არ შეინიშნება“, – განაცხადა საერთაშორისო ატომური სააგენტოს ხელმძღვანელმა.