ცნობილია მერაბ დვალიშვილის დაბრუნების თარიღი და მეტოქე
1765139668
თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა ამერიკის ყოფილი მაღალჩინოსნის, ლორენს ვილკერსონი განცხადება, რომელიც შტატების მხრიდან საკუთარი მიზნებისთვის ლიბერალური დემოკრატიის გამოყენებაზე საუბრობს.
მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ეს არის კიდევ ერთი აღიარება, როგორ ცდილობენ წლების განმავლობაში გარე ძალები ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას.
"ჩვენ ამას წლებია ვსაუბრობთ, ჩვენთვის მას სიახლე არაფერი არ უთქვამს. დარწმუნებული ვარ, რომ არც ჩვენი ამომრჩევლების უმრავლესობისთვის სიახლე არ უთქვამს. უბრალოდ, მისი განცხადება ფასეული რატომ არის იცით? - ერთია ჩვენ, რომლებიც მოვიპოვებთ ინფორმაციას, ანალიზს ვუკეთებთ და ვხვდებით, რომ ამასთან გვაქვს საქმე და მეორე, როდესაც ამაზე პირდაპირ საუბრობს იმ ადამიანი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ამ პოლიტიკის განხორციელებაში. მის ტერმინოლოგიასაც თუ დააკვირდებით, პირველ პირში საუბრობს, ანუ უშუალო მონაწილე იყო. ასეთ აღიარებას, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. სიახლე არ არის, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რა დონის არაკანონიერი ჩარევები იყო საქართველოს საშინაო საქმეებში კანონიერი ხელისუფლების დამხობისა და მათთვის სასურველი აგენტურის ხელისუფლებაში მოყვანის მიზნით," - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი სხვადასხვა ქვეყანაში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ მართულ მედიებსა და ენჯეოებზე, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების რეალურ საქმიანობაზე საუბრობს. როგორ ფინანსდებოდა მათთვის სასურველი მთავრობები, რათა მათ კონკრეტული დავალებები შეესრულებინათ და გარე ძალების ინტერესები გაეტარებინათ. "ჩვენ ვყიდულობდით მედიებს და არასამთავრობოებს. ისინი სადაზვერვო სააგენტოს მიერ იყვნენ გაფილტრული", - აცხადებს შეერთებული შტატების ყოფილი მაღალჩინოსანი. მისივე თქმით, მსგავსი სცენარი იყო საქართველოშიც.