თენგიზ შარმანაშვილი:- „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კითხვები ნიშნავს, რომ არავის უნდა, ბიუჯეტი უყაირათოდ იხარჯებოდეს, ალბათ არ სურთ, მათი ქვეყანა სხვა ქვეყანაში რევოლუციის დაგეგმვაში მონაწილეობდეს

თენგიზ შარმანაშვილი

პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ დასმული კითხვა ნიშნავს, რომ არავის უნდა, თავისი ქვეყნის ბიუჯეტი უყაირათოდ იხარჯებოდეს და ისეთ პროექტებში მიდიოდეს ფული, რომელიც მისი ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯებად ჩაითვალოს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

შარმანაშვილს კითხვა დაუსვეს  ბუნდესტაგის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის მთავრობას საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერასთან დაკავშირებით კითხვებით მიმართავს.

ალბათ, ამ დეპუტატებს არ უნდათ, რომ მათი ქვეყანა სხვა ქვეყანაში რევოლუციის დაგეგმვაში ან ქუჩების გადაკეტვაში მონაწილეობდეს. ისინი გამოიკვლევენ, გერმანიის გადამხდელთა ფული რამდენად იხარჯებოდა საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის და ეს შავბნელ მიზნებს ხმარდებოდა თუ არა. მათი ინტერესი გასაგებია. მოხარული ვარ, რომ ამ საკითხის შესწავლას აპირებენ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.