"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
ქვეყანაში მცირე რაოდენობით ექსტრემისტული ჯგუფები დარჩა, რომლებიც პირდაპირ დახელფასებული არიან; დღე არ გავა, ჩვენ არ ვნახოთ ის გზები, რითაც ხდება კანონის გვერდის ავლით მათი დაფინანსება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
კირცხალიას თქმით, ასეთი ჯგუფების წინააღმდეგ კანონი სრული სიმკაცრით მოქმედებს.
„ქვეყანაში მოქმედებენ ექსტრემისტული ჯგუფები, რომლებიც დემონსტრაციულად მიყვებიან იმ ბინძურ, დესტრუქციულ სცენარს და [აქვთ] მცდელობა ამ სცენარის შესრულების. მაგრამ მათ წინააღმდეგ სრული სიმკაცრით მოქმედებს კანონი და ასეც გაგრძელდება. პროტესტი გამოხატონ რამდენი ხანიც უნდათ, ამაში ჩვენ პრობლემას ვერ ვხედავთ. სიტყვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში დასჯადი არაა, დასჯადია ის, რა კანონდარღვევასაც გვთავაზობენ ყოველდღიურად. პრობლემა არ არის, წლები იდგეს ის გათითოკაცებული პარტაქტივი, ოღონდ კანონის ფარგლებში. ნუ დაარღვევენ კანონს. თუ ამბობთ, რომ ბერკეტია კანონდარღვევა და ის, რომ 20-მა კაცმა დისკომფორტი უნდა შეუქმნას მილიონნახევრიან ქალაქს, ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ბერკეტზე მათ კანონით გავცემთ პასუხს“, - აღნიშნა კირცხალიამ.