66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის თებერვლის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 75% აღდგა. 2022 წლის თებერვალში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 35 549 მგზავრს მოემსახურა. (2019 წლის თებერვალი 47,573 მგზავრი).
პანდემიის პირობებში, მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. თებერვლის თვეში, აეროპორტში რეისების 108% აღდგა და 170 რეისს მოემსახურა. (2019 წლის თებერვალი – 157 რეისი).
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხუთი ავიაკომპანია 14 ქვეყნის 24 მიმართულებით ოპერირებს.