უკრაინა გაეროს მისიებიდან 300-ზე მეტი სამშვიდობოს გამოყვანას ითხოვს

უკრაინა

გაეროს გენერალური მდივნის პრესსპიკერის, სტეფან დუჟარიკის განაცხადებით, უკრაინამ გაეროს მისიებიდან  300-ზე მეტი სამშვიდობოს გაყვანა მოითხოვა. 

„სამშვიდობოების გაყვანა ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს უფლებაა და ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ უკრაინელ პერსონალს“, - აღნიშნა დუჟარიკმა.

მისი თქმით, სამშვიდობოები იმყოფებიან მალიში, კვიპროსში, კოსოვოში, სამხრეთ სუდანსა და აბეიში. საუბარია 250 ჯარისკაცზე, 22 პოლიციელზე, 36 შტაბის ოფიცერსა და მისიის ექსპერტზე, საერთო ჯამში, 308 პერსონალზე.