"ტემპერატურა +34-მდეც აიწევს, თუმცა....“ - მაისის ამინდის პროგნოზი, საქართველოს მასშტაბით
1745843897
რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას ითხოვს. როგორც ვარაუდობენ, სხდომაზე უნდა განიხილონ „აშშ-ის სამხედრო-ბიოლოგიური საქმიანობა უკრაინის ტერიტორიაზე“. ეს ინფორმაცია გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ გაავრცელა.
მანამდე რუსეთში განაცხადეს, რომ უკრაინაში თითქოსდა არსებობს ბიოლაბორატორიების ქსელი, რომელიც პენტაგონთან ერთად მუშაობს. მოსკოვში იმასაც კი ამტკიცებენ, რომ ამ ლაბორატორებში გამოჰყვათ ვირუსები, როლებსაც გადამფრენი ფრინველები და ღამურები ავრცელებენ. უკრაინაში ამ განცხადებას „ფანტაზიის ნაყოფი უწოდეს“.
გაერო-ში განაცხადეს, რომ უკრაინაში წარმოებული მასობრივი განადგურების იარაღის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
პენტაგონში ვარაუდობენ, რომ რუსეთის განცხადებები, ბიოლოგიური იარაღის შესახებ, შეიძლება იყოს სამზადისი „უფრო აგრესიული ქმედებებისთვის“.
„პოტენციურად ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ რუსეთს შეუძლია, მოაწყოს პროვოკაცია, რათა შემდეგ უკრაინა ან აშშ დაადანაშაულოს” – განაცხადეს პენტაგონში.