1745959161
თეა წულუკიანმა და თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და ასამბლეის გენერალურ მდივანთან შეხვედრა გამართეს

დღეს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა და ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტთან და ასამბლეის გენერალურ მდივანთან.
საუბარი შეეხო საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებების აღიარების თემას და ხაზი გაესვა თანამშრომლობის მნიშვნელობას.
საქართველოს დელეგაციამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ახალი არჩევნების ჩატარების დათქმა საქართველოს ხელისუფლებისთვის წითელი ხაზია.