თეა ახვლედიანმა შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის მშვიდობისა და ადამიანის უფლებათა განყოფილების წარმომადგენელ იონას ბელინასთან და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) მოძიების ცენტრალური სააგენტოს წარმომადგენელ ფლორიან ვონ ქონიგთან შეხვედრა გამართა

თეა ახვლედიანი

თეა ახვლედიანმა უცხოელ სტუმრებს გააცნო უწყების საქმიანობა, როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესის, მისი შემდგომი გაგრძელების და ეფექტიანობის უზრუნველყოფის განსაკუთრებულ დატვირთვაზე. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების და მათი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, როგორც ნეიტრალური მედიატორის და ჰუმანიტარული მონაწილის, როლისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.

აღინიშნა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ინტენსიური თანამშრომლობით გაწეული ძალისხმევა, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინიციატივით ჩატარებული სტრატეგიული კვლევის დასკვნების და რეკომენდაციების თანახმად, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროგრამის მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე, რომელიც, დიდწილად გულისხმობს, პროგრამის განხორციელებაში ჩართული სახელმწიფო უწყებების როლის ეტაპობრივ გაზრდას.

შეხვედრაზე სახელმწიფო მინისტრმა განხორციელებული საქმიანობის ერთგვარი შეჯამების, დეტალური ინფორმაციის გაზიარების მიზნით, წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელიც მოიცავდა საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედისა და ადგილსამყოფლის დადგენის მიზნით საქმიანობას 1990-იანი წლებიდან მიმდინარე ეტაპამდე, მიღწეულ შედეგებს, არსებულ გამოწვევებს და სამომავლო ხედვებს. შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხვედრის დადგენით მიზნით, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით მიმდინარე საქმიანობა და გაწეული ძალისხმევა.

მხარეები მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში ანნ მონტავონი, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხებში ICRC-ის დესპანი კავკასიაში ანიეს ქოთუ და შვეიცარიის საელჩოდან მრჩეველი სამხრეთ კავკასიაში ადამიანის უსაფრთხოების საკითხებში არმინ რიზერი დაესწრნენ.