„არ შეიძინოთ ნივთები, არ დაიწყოთ ახალი საქმე...“ - ასტროლოგის გაფრთხილება

ასტროლოგი

ასტროლოგი რამაზ გიგაური მთვარის უკურსო მოძრაობის კალენდარს აქვეყნებს და წერს რომ ამ კონკრეტულ დროს არასასურველია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება:

„მთვარის „უკურსო მოძრაობა“ - აპრილი

ასტროლოგიაში „მთვარის უკურსო (უგეზო) მოძრაობის“ პერიოდი არაეფექტიანად ითვლება. მიჩნეულია, რომ ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება (ელექციურ ასტროლოგიაში მთვარე - საქმის რეალიზაციაზე მიანიშნებს).

ქვემოთ მითითებული დროის ყველა მონაკვეთი გამოთვლილია თბილისის სასაათო სარტყელის მიხედვით (GMT +4). ბუნებრივია, სხვა სასაათო ზოლში მცხოვრებმა ადამიანებმა დროის შესაბამისი განსხვავება უნდა გაითვალისწინონ.

დროის ამ პერიოდებში რეკომენდებულია, რომ:

* არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები;

* არ შეიძინოთ ნივთები;

* არ დაიწყოთ ახალი საქმე;

* არ დააბანდოთ ან გაასესხოთ ფული;

* არ დადოთ შეთანხმებები;

* არ მოაწეროთ საბუთებს ხელი!!!“,- წერს რამაზ გიგაური.