თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლთან რაიმუნდ იელესთან შეხვედრა გამართა

თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლთან რაიმუნდ იელესთან შეხვედრა გამართა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველოში გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლთან რაიმუნდ იელესთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა განიხილეს გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლობის მიმდინარეობა და დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხების გათვალისწინებით, დასახეს შემდგომი ერთობლივი საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები.