,,თბილისის ცენტრალური მაგისტრალი არის პარალიზებული ყოველ საღამოს რამდენიმე ათეული ექსტრემისტის მიერ, აღნიშნული საჭიროებს სათანადო სამართლებრივ პასუხს" - თორნიკე ჭეიშვილი

თორნიკე ჭეიშვილი

შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას მეორე და მესამე მოსმენით პლენარულ სესიაზე განიხილავენ.

სიახლის მიხედვით, სასჯელი, გზის სავალი ნაწილის უკანონო გადაკეტვის, მასზე დროებითი კონსტრუქციის მოწყობის შემთხვევაში, 15 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს. ასევე, 60 დღემდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ იმ პირებს, რომელთაც შეკრებისას თან ექნებათ იარაღი ან პიროტექნიკა. ცვლილებებს ოპოზიცია საზოგადოების დაშინების მცდელობად აფასებს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირის ყოველდღიურ გადაკეტვას შესაბამის სამართლებრივი პასუხი სჭირდება.

"თბილისის ცენტრალური მაგისტრალი არის პარალიზებული, ყოველ საღამოს, რამდენიმე ათეული ექსტრემისტის მიერ, აღნიშნული საჭიროებს სათანადო სამართლებრივ პასუხს. წარმოდგენილი ცვლილების ფარგლებში, კიდე უფრო მეტად ინტენსიურ ხასიათს შეიძენს, რაც უპირველესად არის გათვლილი პრევენციული ეფექტის მოხდენაზე, მაგრამ თუ კი კონკრეტული ჯგუფი არ დაემორჩილება შესაბამის რეგულაციას, ბუნებრივია ამ შემთხვევაში გამკაცრებული ნორმები იმოქმედებს", - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.