როგორი ზამთარი იქნება საქართველოში - სინოპტიკოსის პასუხი
1764531143
თბილისის მერი, კახა კალაძე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, პიტერ სიიარტოს შეხვდა.
შეხვედრა, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს და მათი გაღრმავების პერსპექტივებს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ თბილისის მერს თვითმმართველობის არჩევნებში ხელახალი გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ შედეგები, რომელმაც კახა კალაძემ არჩევნებზე აჩვენა, კიდევ ერთხელ ადასტურებს თბილისის ამომრჩევლის ურყევ მხარდაჭერას მისადმი.
მინისტრმა კახა კალაძეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანისგან მხარდაჭერა გადასცა.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.