ამ ქუჩებზე წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1764611911
კორუფციული სკანდალები და უკრაინაში ბოლო კვირების განმავლობაში ჩატარებული ანტიკორუფციული გამოძიებები სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გავლენას ახდენს, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგ კოლეგასთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
კორუფციული სკანდალების გავლენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ზელენსკიმ უპასუხა, რომ „მოლაპარაკებების პროცესზე გავლენას ყველაფერი, ყველა გარემოება და ადამიანი ახდენს“. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, ვინ იგულისხმებოდა ამ განცხადებაში.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გააგრძელებს მხოლოდ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც „უკრაინის გაძლიერებაზეა ორიენტირებული“.