თავისუფლების მოედანზე, სადაც „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება უნდა გაიმართოს, ამ წუთებში მხარდამჭერი კონცერტი მიმდინარეობს

რეზო ბლიაძე

თავისუფლების მოედანზე, სადაც „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება უნდა გაიმართოს, ამ წუთებში მხარდამჭერი კონცერტი მიმდინარეობს.

მუსიკოსები ღიად გამოხატავენ პარტიის მხარდაჭერას და საზოგადოებას გზავნილებით მიმართავენ. ისინი ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ქვეყანაში შენარჩუნდეს მშვიდობა და სწორედ ამ ღირებულებების გამო უცხადებენ ისინი მხარდაჭერას „ქართულ ოცნებას“.

„ღირსეულად მოვედით დღევანდელ დღემდე. ძალიან სასიამოვნო იყო საქართველოს შემოვლა და ადამიანებთან ერთად იმ განწყობის გაზიარება, რომელიც საბოლოო ჯამში, დღევანდელი დღისთვის გროვდებოდა. ეს ყველაფერი 26 ოქტომბერს გაფორმდება. დღეს იქნება დასკვნითი კონცერტი და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენი საავტორო სიმღერებით წარვდგებით ძალიან ბევრი ადამიანის წინაშე“, - აღნიშნა მუსიკოსმა რეზო ბლიაძემ „ქრონიკასთან“ საუბარში.

„ქართული ოცნების“ შემაჯამებელი შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე საათი რჩება. ღონისძიება თავისუფლების მოედანზე 19:00 საათზე დაიწყება.