1759591508
სუს-ის მიერ დადგმული იაფფასიანი შოუთი "ლელოს" პოლიტიკურ დისკრედიტაციას ვერ შეძლებენ, საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ჩვენი პოზიცია - სალომე სამადაშვილი

"ლელოდან" წასვლის შესახებ გადაწყვეტილებას პარტიაში ზეწოლას უკავშირებენ. საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარტია "ლელო-ძლიერი საქართველოს" პოლიტიკურმა მდივანმა, სალომე სამადაშვილმა.
სამადაშვილის თმით, აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა დაწერეს და დაურიგდათ იმ ადამიანებს, რომლებმაც პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.
"ერთი და იგივე ტექსტი, რომელიც დაიწერა სუს-ის კაბინეტში, დაურიგდა ამ ადამიანებს. ასეთი იაფფასიანი შოუს დადგმით, ვერ შეძლებს "ლელოს" პოლიტიკურ დისკრედიტაციას იმიტომ, რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ჩვენი პოზიცია", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.