დაშავებული სამართალდამცველი შესაძლოა მართვით სუნთქვაზე გადაიყვანონ - „კურიერი“
1759599240
ცესკომ საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავი წლევანდელ არჩევნებზეც, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ნიკოლეიშვილმა.
რაც შეეხება არჩევნებზე მაღალ აქტივობას, მისი თქმით, ეს გამოწვეულია მოქალაქეების მზარდი თვითშეგნებით.
„მთელი დღეა ვისმენთ უცხოელი დამკვირვებლების მოსაზრებებს და ყველა არის აღფრთოვანებული, აღნიშნავენ, რომ არჩევნები მიდის კარგად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე. ბევრმა უცხოელმა დამკვირვებელმა აღნიშნა ისიც, რომ ისინი ინატრებდნენ კიდეც, რომ მათ ქვეყანაშიც ასე მიდიოდეს საარჩევნო პროცესი. აქტივობა საკმაოდ დიდია, რაც გამოწვეულია მოქალაქეების მზარდი თვითშეგნებით. ყველას შეიძლება არ მოსწონდეს ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება, მაგრამ ყველას ერთი მთავარი რამ მოსწონს - მშვიდობა და სტაბილურობა. საჩივრები ფაქტობრივად არ არის, ან ისეთია, რომელიც უმნიშვნელო დარღვევებს ეხება. მთლიანობაში, ჩვენ ვხედავთ პროცესს, როდესაც ქვეყანას უბრუნდება სტაბილურობას
მეორე მხარეს გვყავს რადიკალები, რომლებმაც აირჩიეს სხვა გზა, რაც მათი პოლიტიკური მოღვაწეობის დასასრულის ტოლფასია, ვინაიდან პარტიები, რომლებიც არ ფიქრობენ პოლიტიკური ცხოვრების იმ გზის გაგრძელებას, როგორც არჩევნებში მონაწილეობაა, განწირულია. ვიღაცები ისევ ხელკეტებით, შუბებით ცდილობენ ქვეყნის გადატრიალებას. მთლიანად საზოგადოების განწყობას თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ მათ არ უნდა ომი, ქვეყანაში არეულობა.
არსებულმა კანონმდებლობამ ენჯეოებს არ მისცა საშუალება, რომ მათი სახსრები გაუმჭვირვალე ყოფილიყო, ამიტომ ბევრმა დონორმა მათ დაფინანსებაზე უარი განაცხადა. არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი ფუნქციაა არჩევნებზე დაკვირვება, სხვადასხვა შედეგების შეფასება და ამაზე უარი თქვეს იმის გამო, რომ ფული არ აქვთ“, - აცხადებს ნიკოლეიშვილი