მორჩა "ლაილაი" აქციებზე...დღეს დაიწყებს მოქმედებას მამაკაცური ძალა, ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს, ჩვენ ვიმოქმედებთ სწრაფად - მურთაზ ზოდელავა

მურთაზ ზოდელავა

საპროტესტო აქციის მონაწილეები პრეზიდენტის სასახლის ეზოში იმყოფებიან, მათმა ნაწილმა მოახერხა ღობეზე გადაძრომა, ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას.

აქციის მონაწილეები ადგილზე მყოფ დაცვის თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.

პრეზიდენტის სასახლის ჯებირების გადანგრევასა და ეზოში შეჭრას წინ უძღოდა მურთაზ ზოდელავას განცხადება. "დღეს მამაკაცური ძალა დაიწყებს მოქმედებას - მამაკაცური ძალა ბარათაშვილის მხარეს გამოვალთ და ჩავიბარებთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს" - განაცხადა ზოდელავამ.