სურს თუ არა აშშ-ს, საქართველოში ომის მეორე ფრონტი გაიხსნას, სააკაშვილი გამოვუშვათ ციხიდან და რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს? - დავით ქართველიშვილი კელი დეგნანს

დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი კელი დეგნანს:  სურს თუ არა აშშ,  რომ საქართველოში ომის მეორე ფრონტი გაიხსნას, რომ სააკაშვილი გამოვუშვათ ციხიდან და  რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს? ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის "სახალხო დამცველი" - სწორედ აშშ-ზე აპელირებით ითხოვენ ამ ნაბიჯების გადადგმას

„მე მინდა გია „უცნობი“ გაჩეჩილაძის პათოსი ავიტაცო კელი დეგნანის მიმართ. უამრავი დაგროვებული შეკითხვიდან, მან მხოლოდ სამი ამოარჩია - სურს თუ არა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ს: 1) რომ საქართველოში რუსეთთან ომის მეორე ფრონტი გაიხსნას, 2) რომ პატიმარი სააკაშვილი გამოვუშვათ ციხიდან და 3) რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები“, - ასე ეხმიანება ექსპერტი  დავით ქართველიშვილი გია გაჩეჩილაძის მიერ, კელი დეგნანისთვის დასმულ შეკითხვებს.

როგორც ქართველიშვილი წერს, ამ კითხვებზე პასუხების გაცემას, კიდევ იმიტომ აქვს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა - რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის მთელი რიგი წარმომადგენელი ოპოზიციიდან, მათ შორის "სახალხო დამცველი სწორედ აშშ-ზე პირდაპირი თუ ირიბი აპელირებით ითხოვენ საქართველოს ხელისუფლებისაგან ამ ნაბიჯების გადადგმას.

„მე მინდა გია „უცნობი“ გაჩეჩილაძის პათოსი ავიტაცო კელი დეგნანის მიმართ. უამრავი დაგროვებული შეკითხვიდან, მან მხოლოდ სამი ამოარჩია - სურს თუ არა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-ს: 1) რომ საქართველოში რუსეთთან ომის მეორე ფრონტი გაიხსნას, 2) რომ პატიმარი სააკაშვილი გამოვუშვათ ციხიდან და 3) რომ დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. ამ კითხვებზე სასწრაფო პასუხებს კიდევ იმიტომ აქვს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა - რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრის მთელი რიგი წარმომადგენელი ოპოზიციიდან, მათ შორის „სახალხო დამცველი“, - სწორედ აშშ-ზე პირდაპირი თუ ირიბი აპელირებით ითხოვენ საქართველოს ხელისუფლებისაგან ამ ნაბიჯების გადადგმას.

შეგახსენებთ ქალბატონო ელჩო, რომ თქვენს ციხეში, უკვე მერამდენე წელიწადია იმყოფება სააკაშვილის კოლეგა იარაღის უკანონო გაყიდვის ბიზნესში - ვიქტორ ბუტი, რომლის უფლებები, სააკაშვილის უფლებებისაგან განსხვავებით, ყოველდღიურად ირღვევა უამრავი უფლებადამცველის დასკვნების მიხედვით. რუსეთის ხელისუფლება წლებია ითხოვს თქვენგან მის გათავისუფლებას - ოღონდ ღიად და დაუფარავად, რასაც თქვენი ქვეყანა აბსოლუტურად სამართლიანად, ასევე წლებია, რაც აიგნორებს. მოგიწოდებთ, ასეთივე ღია, პირდაპირი, არაორაზროვანი პოზიცია გამოხატოთ თქვენც, ქალბატონო ელჩო.

შეგახსენებთ ასევე, რომ არც ერთი, "უცნობის" მიერ გაჟღერებული შეკითხვიდან, არ შედიოდა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსადმი გადაცემულ კითხვარში. თქვენი აზრით, ევროკავშირს "შეეშალა" რამე ჩვენდამი კითხვების შერჩევისას, თუ ჩვენ გავეცით რამეს "არასწორი" პასუხი? ასევე შეგახსენებთ ქალბატონო ელჩო, რომ საქართველო წარსულში იყო საპრეზიდენტო, ხოლო ამჟამად - რესპუბლიკურ მმართველობაზე დაფუძნებული სახელმწიფო. ასე გადაწყვიტა ქართველმა ხალხმა. თქვენს ზურგს უკან ამოფარებული ძალები წლებია ცდილობენ დაგვიმტკიცონ, რომ სწორედ აშშ ცნობს ამ ქვეყანაში მმართველობის მხოლოდ ერთ, დამახინჯებულ ფორმას - "საომბუდსმენო მმართველობას". ეთანხმებით ამას - ეს ისე, ჩემგან, "საბონუსო" დამატებითი შეკითხვაა.

მინდა ასევე შეგახსენოთ, რით დამთავრდა საქართველოში საეგზარქოსო, ასევე მოსკოვის კომპარტიის ცეკა-ს მეორე მდივნის მმართველობების პერიოდები. მესამე სიმახინჯეს - "საომბუდსმენო" მმართველობას ქართველი ხალხი იგივე სამარცხვინო და დამსახურებულ ადგილს მიუჩენს ისტორიის სანაგვეზე, როგორც მის წინამორბედებს. თქვენ გულწრფელად გსურთ, ქალბატონო ელჩო, რომ ამ გარდაუვალ პროცესებთან თქვენი ან აშშ-ს სახელი ასოცირდებოდეს? მიზეზი? მიზანი? არ გიფიქრიათ ამაზე?

"უცნობის", ანუ ჩათვალეთ, რომ ამ ქვეყნის, ამ საზოგადოების, ამ მოსახლეობის უდიდესი ნაწილის კითხვებზე პასუხების გაცემა აუცილებლად მოგიწევთ. ნუ შეგაშინებთ უმრავლესობის უფლებების დაცვის წინაშე პასუხისგება, რაც დიდი ხანია მივიწყებული აქვს ჩვენს "ომბუდსმენს". ნუ შეგაშინებთ, რომ ეს არის იმ უმრავლესობის დასმული შეკითხვები, სადაც დედას - დედას ეძახიან, მამას - მამა. სადაც თოვლის ბაბუას გენდერობა - კითხვის ქვეშ არ არის აყვანილი. სადაც მშვენივრად იციან - რა არის რეალური ტოლერანტობა და ახსოვთ - რა იყო რეალური დასავლური ფასეულობები. აი ასეთი "უცნაური" ქვეყნის "უცნაური" უმრავლესობის "უცნაურ" შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოგიწევთ. ნუ გაგვაკეთებინებთ ამას თქვენს მაგივრად!’’ წერს დავით ქართველიშვილი facebook - ზე.