1771359096
სუბიექტური დამოკიდებულება თუ ორმაგ სტანდარტი - საფრანგეთის პარლამენტის გადაწყვეტილება, უკვე მეორე დღეა, განხილვის საგანია
მეორე დღეა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები კეთდება საფრანგეთის პარლამენტის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი, 138 ხმით 10-ის წინააღმდეგ, საბოლოოდ დაამტკიცა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ფრანგული კანონი გამჭვირვალობის კანონისგან განსხვავებულია და მხოლოდ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხება, რომლებიც უცხო ქვეყნის დავალებით მოქმედებენ, უმრავლესობის წარმომადგენლები კი აქცენტს დასავლეთის მხრიდან სუბიექტურ დამოკიდებულებასა და ორმაგ სტანდარტზე აკეთებენ. აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ გახდა მსგავსი კანონი კრიტიკის საგანი საქართველოს შემთხვევაში.
სახელისუფლებო გუნდში განმარტავენ იმასაც, რომ საფრანგეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი გაცილებით უფრო მკაცრია, ვიდრე -"გამჭვირვალობის" შესახებ ქართული კანონი.












