„სტუდენტობა 8 კაცთან ტუალეტის გაყოფას ნიშნავს მდიდარ ქვეყნებშიც“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილი

„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ, განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„არანაირი სოლიდარობა არ გამაჩნია იმ სტუდენტების მიმართ, რომლებსაც გამოცდის გადაწერა სურთ.

ასევე არანაირი სოლიდარობა არ გამაჩნია იმ ხალხის მიმართ, რომელიც ვერ ხვდება რომ სტუდენტობა 8 კაცთან ტუალეტის გაყოფას ნიშნავს მდიდარ ქვეყნებშიც, “- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ, თსუ-ში სტუდენტების ნაწილმა რექტორის კაბინეტში შეჭრა სცადა. ისინი უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის გადადგომას, სტუდენტური საცხოვრებლის აშენებას და ონლაინ სწავლებაზე გადასვლას მოითხოვენ.