გორში არასრულწლოვნებმა პრეზერვატივების ყუთი მოიპარეს - თანხა ერთ-ერთი ბავშვის მამამ გადაიხადა

ქურდობა

გორში, არასრულწლოვნებმა მაღაზიიდან პრეზერვატივები მოიპარეს. ამის შესახებ ინფორმაციას Qartli.ge ავრცელებს. შემთხვევა „ნიკორაში“, 10 ივნისს საღამოს საათებში მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსრა. ინდენტიფიცირებულა ის პირი, ვინც იმ მომენტში დახლიდან ყუთი აიღო.

,,საღამოს საათებში ბევრი ხალხი ტრიალებდა, ეს ბავშვებიც რამდენჯერმე შემოვიდნენ-გავიდნენ. კამერამ დააფიქსირა, როგორ აიღეს ყუთი'' - ამბობენ „ნიკორაში“

მაღაზიაში მივიდა მოზარდის მამა, რომელმაც განაცხადა, რომ წაღებული ნივთების თანხას გადაიხდის.