სტივ უიტკოფმა თეთრი სახლიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ცნობები უარყო

ნკ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფმა უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ის თეთრი სახლის ადმინისტრაციის დატოვებას აპირებს.

მანამდე პორტალმა Middle East Eye-მა ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უიტკოფი ტრამპის ადმინისტრაციის დატოვებას აპირებს. სტატიაში საუბარი იყო იმაზე, რომ დიპლომატს „დამღლელი“ გრაფიკის შემდეგ სურს, რომ საკუთარ ბიზნესს მიხედოს.

„ეს მასალა 100%-ით არის ფეიკი და დაუყოვნებლივ უნდა დაიგმოს“, - დაწერა უიტკოფმა სოციალურ ქსელ X-ში.

მან დასძინა, რომ მაქსიმალურად მონაწილეობს ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესში და სიამაყით ემსახურება აშშ-ის პრეზიდენტს.