„თუ ამას გააკეთებთ, სიმსივნე არასდროს დაგემართებათ" - ექიმ მარინე ძაგნიძის ვიდეომიმართვა
1779047596
თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, ზურაბ აბაშიძემ, საკრებულოს წევრებს და საზოგადოებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად შიო მესამის არჩევა მიულოცა. როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, მისი არჩევა იმ გზის და საქმის გაგრძელებაა, რომელიც უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დატოვა.
„დღეს პირველი სხდომა გვაქვს მას შემდეგ, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე. მინდა მივულოცო ყველას. ეს არის დიდი გაგრძელება იმ გზისა, რომელიც დაგვიტოვა ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. ვუსურვებ წარმატებებს ჩვენს ახლად არჩეულ პატრიარქს გამოწვევების ამ დიდ გზაზე. ძალიან მნიშვნელოვანია მისი სულიერი სიმტკიცე, რადგან პატრიარქი გახლავთ არა მარტო სულიერი ლიდერი და საჭეთმპყრობელი ჩვენი ეკლესიისა, არამედ სიმბოლო სახელმწიფოსი და მისი ერთიანობის.
ვსარგებლობ შემთხვევით და ყველას გილოცავთ 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს დღე დააწესა პატრიარქმა ილია მეორემ, ეს ტრადიცია გაგრძელდება და ამას უერთდება მთელი საქართველო. ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართა როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს ყველა რეგიონში და უამრავი ადამიანი შეუერთდა ამ დღის აღნიშვნას“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.