საბერძნეთში, 150 კოვიდით გარდაცვლილის ექსჰუმაციას გეგმავენ - როგორც აღმოჩნდა, გვამები არ იხრწნება
1771447786
კორუფციასთან ბრძოლამ მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადაგვისროლოს. კორუფციაში დადანაშაულების შიშით პროექტები არ უნდა გავაჩეროთ და სახელმწიფომ ეფექტურობა არ უნდა დაკარგოს, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა „დღის ქრონიკაში“.
მისი თქმით, „ხალხის ძალა“ მხარს უჭერს პრემიერის ინიციატივას კორუფციასთან ბრძოლის კუთხით.
„პრემიერმა თქვა, რომ საქართველო რამდენიმე წელიწადში უნდა იყოს ევროპაში ყველაზე დაბალი კორუფციის მქონე სამ ქვეყანას შორის. მხარს ვუჭერ პრემიერის ამ ინიციატივას. მივესალმებით „ხალხის ძალის“ სახელით და ყველანაირად დავუდგებით გვერდში ხელისუფლებას, რომ ეს შედეგი იქნას მიღწეული. თუმცა კორუფციასთან ბრძოლამ მეორე უკიდურესობაში არ უნდა გადაგვისროლოს. კორუფციაში დადანაშაულების შიშით პროექტები არ უნდა გავაჩეროთ და სახელმწიფომ ეფექტურობა არ უნდა დაკარგოს, თორემ ეს გავლენას მოახდენს ეკონომიკურ ზრდაზე, კონკრეტული ადამიანების ბედზე, ცალკეული მუნიციპალიტეტის, თუ ქვეყნის განვითარებაზე“, - აღნიშნა სუბარმა.