ტრამპი ორბანს: მინდა იცოდეთ, რომ გაქვთ ჩემი სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა - ამას კიდევ ერთხელ საჯაროდ ვადასტურებ

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს მოახლოებულ არჩევნებში „სრული და აბსოლუტური“ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

ტრამპმა განსაკუთრებით აღნიშნა ორბანის პოლიტიკა მიგრაციის საკითხებში.

თავის მიმართვაში ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ მისი სიმპათია ორბანის მიმართ ევროპის ყველა ლიდერისთვის მისაღები არ არის, თუმცა ეს მის პოზიციას არ ცვლის.

„პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს არჩევნებში ჩემი სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს. ევროპაში ყველას არ მოსწონს ეს მხარდაჭერა, მაგრამ ეს ნორმალურია. ის დაუჯერებელ სამუშაოს ასრულებს; მან წარმოუდგენელი საქმე გააკეთა მიგრაციის კუთხით, განსხვავებით ზოგიერთი ქვეყნისგან, რომლებმაც საკუთარ თავს ზიანი მიაყენეს. უბრალოდ მინდა იცოდეთ, რომ გაქვთ ჩემი სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა. ამას კიდევ ერთხელ საჯაროდ ვადასტურებ“, - დასძინა ტრამპმა მშვიდობის საბჭოს სხდომაზე.