66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება:
„გლობალური უსაფრთხოების ბრატისლავის წლევანდელი ფორუმის ფარგლებში (GLOBSEC 2022) დროული და მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ედუარდ ჰეგერთან.
ევროკავშირში წევრობის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წინსვლასთან ერთად, ორმხრივი თანამშრომლობა განვიხილეთ. ძალიან ვაფასებთ სლოვაკეთის რესპუბლიკის ცალსახა მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
ასევე ნახეთ:
ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში ჩართვის სურვილი არასდროს გამოუთქვამს - შალვა პაპუაშვილი