სკოლები და უნივერსიტეტები დაფინანსებას იღებენ, რათა უზრუნველყოფილი იყოს სწავლების უწყვეტობა, სასწავლო პროცესის შეფერხება საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევაა - წულაძე

ალექსანდრე წულაძემ პარლამენტის წევრებს სკოლამდელი და ზოგადი განათლების საფეხურზე არსებული სიახლეები გააცნო

სკოლები და უნივერსიტეტები დაფინანსებას იღებენ, რათა უზრუნველყოფილი იყოს სწავლების უწყვეტობა, სასწავლო პროცესის მიზანმიმართული შეფერხება საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევაა, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ყოვლად მიუღებელია საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ არ შევიდეს პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

„სასწავლო პროცესი ყველგან შეუფერხებლად უნდა მიმდინარეობდეს. სწორედ ამას ითვალისწინებს ავტორიზაციის პრინციპებიც. შესაბამისად, ყველა სკოლა, თუ უნივერსიტეტი უნდა დაუბრუნდეს ჩვეულ რეჟიმს. სკოლები და უნივერსიტეტები დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწავლა-სწავლების უწყვეტობა. პირადად მე ვთვლი, რომ სასწავლო პროცესის მიზანმიმართული შეფერხება საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევაა. ეს არ იქნება ჩვენი მხრიდან მოწონებული, პირიქით, მათ დაუყოვნებლივ უნდა აღადგინონ სასწავლო პროცესი და განაგრძონ ვალდებულებების შესრულება“, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.