სინოპტიკოსების გაფრთხილება ამინდის გაუარესების შესახებ
1779190606
პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ სიტყვის თავისუფლებას შეზღუდვა არ აქვს. მან ამის შესახებ "რუსთავი 2-ის" დებატებში განაცხადა.
ალექსანდრე რაქვიაშვილი, მთავრობის ახალ ინიციატივას ეხმაურება, რომლის ძირითადი ფუნქცია საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.
"თავისუფალ და მართალ სიტყვას არ სჭირდება დაცვა თუ სწორ პოზიციას იკავებ, თუ გჯერა, რომ სიმართლეს იცავ, შენს თავს გაიტან და შენს პოზიციას დაიცავ, მაგრამ როდესაც მტყუანი ხარ, მაშინ უკვე დაცვა გჭირდება, როდესაც შენ არ შეგიძლია შენს ოპონენტს დაუპირისპირდე სიტყვით. როდესაც ამას ჯარისკაცი ან პოლიციელი ამბობს კიდევ გავიგე, მაგრამ პოლიტიკოსი რომ ამას ამბობს? პოლიტიკა ხომ ამას გულისხმობს, რომ სიტყვას სიტყვით უნდა დაუპირისპირდე და არა კონფლიქტით. სიტყვის თავისუფლებას არ აქვს შეზღუდვა, მთავრობას არ აქვს უფლება ჩაერიოს სიტყვის თავისუფლებაში", - ალექსანდრე რაქვიაშვილი.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.