რა იყო გეგა კობახიძის უკანასკნელი სიტყვები - „ერთი სართულით ზევით პატიმარი ქალები ტირილით მღეროდნენ“
1741070544
სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენის საკითხს პარლამენტი სესიაზე პირველი მოსმენით დღეს განიხილავს. აღნიშნული ნორმის თანახმად, სამშობლოს ღალატად ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული კონკრეტული ქმედებების ჩადენა, მაგალითად, როგორიცაა - ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა და სხვა.
მმართველ პარტიაში აღნიშნული მუხლის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობენ და იხსენებენ 2008 წლის ომამდე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაუქმებული სახელმწიფოს ღალატის მუხლის მიზეზებს.