იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
თბილისის საქალაქო სასამართლომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს გია ქემოკლიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მხარე ქემოკლიძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ქემოკლიძეს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის წარედგინა. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3 წლამდე პატიმრობა ემურება.