იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
ხაჩატურიანების ოჯახის სკანდალი მამის სიკვდილის შემდეგაც გრძელდება.
მიხაილ ხაჩატურიანის ნათესავებმა სააპელაციო სასამართლოში საჩივარი შეიტანეს, რომელიც შვილების მიერ მოკლული მამის გამართლებას ისახავს მიზნად.
„სისხლის სამართლის საქმის მასალები სააპელაციო სასამართლოში დარეგისტრირდა“, - ნათქვამია სასამართლო დოკუმენტებში.
შეგახსენებთ, რომ ბუტირსკის სასამართლომ მიხაილ ხაჩატურიანი დამნაშავედ ცნო ქალიშვილების მიმართ ძალადობაში და საქმე სიკვდილის გამო შეწყვიტა. ბრალდებები მოიცავდა სექსუალურ ძალადობას, სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებას და პორნოგრაფიის გავრცელებას. ხაჩატურიანი ქალიშვილებმა 2018 წლის ივლისში მოსკოვში მოკლეს.
თავდაპირველად მკვლელობისთვის დააკავეს მიხაილ ხაჩატურიანის სამივე ქალიშვილი: კრისტინა, ანგელინა და მარია.
საქმის მასალებით მიხედვით დებმა მამა დანით და ჩაქუჩით მოკლეს.
გოგონების მტკიცებით, მათ მამა სისტემატურად ამცირებდა, სცემდა, აუპატიურებდა და აწამებდა, რაც წლების განმავლობაში გრძელდებოდა.
მათი თქმით, ისინი იძულებული იყვნენ ეცხოვრათ მუდმივ შიშსა და ძალადობაში. დებმა მკვლელობა აღიარეს და თქვენს, რომ ეს მათი მხრიდან თავდაცვა იყო.