რა ვითარებაა ამ დროისთვის ლოს-ანჯელესში
1736487850
სირიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ისრაელმა დამასკოში მდებარე ერთ-ერთ სამხედრო ობიექტზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
განცხადება სირიის თავდაცვის სამინისტროში გაკეთდა. უწყების ინფორმაციით, შედეგად 1 ჯარისკაცი დაიღუპა, დაშავდა 7 ადამიანი.
Reuters-ი წერს, რომ ისრაელი სირიაში ირანთან დაკავშირებულ ობიექტებზე ხშირად ახორციელებდა დარტყმებს, თუმცა 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ მსგავსი ოპერაციები არ ჩატარებულა. გამოცემა ასევე ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ სირიის ტერიტორიაზე თავდასხმები იმ დროს განახლდა, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში მორიგ ტურნეს მართავს და კონფლიქტში მყოფ მხარეების ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ჩართვას ცდილობს.