1732386875
სიმართლეს არ წარმოადგენს განაცხადი, რომ ვითომ და უკვე იყოს დაწესებული რაიმე ფორმით ე.წ. ირიბად მომუშავე სანქციები - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ინფორმაცია, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ირიბად დაწესებულ ე.წ. სანქციებზე, სიმართლეს არ შეესაბამება.
„სიმართლეს არ წარმოადგენს ასევე განაცხადი, რომ ვითომ და უკვე იყოს დაწესებული რაიმე ფორმით ე.წ. ირიბად მომუშავე სანქციები. ეს ბუნდოვანება მხოლოდ და მხოლოდ იმას ემსახურება, რომ გადაიფაროს იმათი დანაშაული, ვისაც ეს მუშაობა ევალებოდა და ვინც, ყველაფერს არ ეცადა, რათა ეს უსამართლობა ქვეყნისთვის და ამ მთავრობის ყოფილი მეთაურისთვის აეცილებინათ თავიდან.
ამ დანაშაულზე პასუხი კონსპირაციული თეორიებით, ანტიევროპული განცხადებებით მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი დაუდევრობის გადაფარვის მცდელობაა, მმართველ პარტიაზე ვლაპარაკობ.
გადაფარვის მცდელობაა ასევე ჩემზე გადაფარება ვითომ და მე დავსვი რაღაც ტოლობის ნიშნები და არა ის, რომ თქვენ - მმართველმა პარტიამ, არაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილი იმ რიგში არ ჩაწერილიყო. თქვენ უნდა მიხედოთ ამ საქმეს," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.