1727944755
„შუაღამის ცხელი ამბავი“ - რა ინფორმაციას ავრცელებს შალვა ნათელაშვილი
როგორც კი გაიგეს, რომ შესაძლოა გამოკითხვის შედეგად, შევიდე პარლამენტში და მშვიდი ბედნიერი ცხოვრება ჩავუმწარო ივანიშვილის დავალებით მისმა მონა დეპუტატმა, ვინმე ხელაშვილმა რამდენიმე საათის წინ, განაცხადა 4 თვე გაცდენების გამო, ჩემთვის სადეპუტატო უფლებამოსილების სავარაუდო შეწყვეტაზე, - ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პოსტს „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:
„შუაღამის ცხელი ამბავი - ქვეყნიერებამ იცის, რომ 14 თვეა პარლამენტი ოფიციალურ უარს მეუბნება სადეპუტატო სტატუსის შეწყვეტაზე. როგორც კი გაიგეს , რომ შესაძლოა გამოკითხვის შედეგად, შევიდე პარლამენტში და მშვიდი ბედნიერი ცხოვრება ჩავუმწარო ივანიშვილის დავალებით მისმა მონა დეპუტატმა, ვინმე ხელაშვილმა რამდენიმე საათის წინ, განაცხადა 4 თვე გაცდენების გამო ჩემთვის სადეპუტაო უფლებამოსილების სავარაუდო შეწყვეტაზე. ამას ჰქვია ცხოველური შიში სიმართლისადმი. რა მნიშვნელობა აქვს 21 წელია პარლამენტში ისედაც არ მიშვებენ და არათუ გარეთ მიწაში, რომ ვიყო მაინც ბოლოს მოგიღებთ,“ - წერს შალვა ნათელაშვილი.