ეს 5 ნივთი არასდროს გაასესხოთ, არ ისესხოთ, არ ათხოვოთ და არ ითხოვოთ!
1769114494
ეს არის საკითხი, რომელიც უნდა დარეგულირდეს კანონმდებლობით, - ეს განცხადება შპს „აგროჰაბის“ დამფუძნებელმა, აკაკი ახვლედიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრების დასრულების შემდეგ გააკეთა.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა პროდუქტებზე ფასების შემცირება, აკაკი ახვლედიანი აცხადებს, რომ კი.
„ფასწარმოქმნა რომ მაღალია, ამაზე, რა თქმა უნდა, ვთანხმდებით. ამას გარკვეული მიზეზები აქვს. ამ მიზეზებზე იყო საუბარი. ეს არ არის მარტო ერთი მხარის პრობლემა - მე, მაგალითად, ორივე მხარეს წარმოვადგენ ამ შემთხვევაში. ეს არის საკითხი, რომელიც უნდა დარეგულირდეს კანონმდებლობით“, - განაცხადა აკაკი ახვლედიანმა.
ირაკლი კობახიძე პროდუქტებზე მაღალი ფასების საკითზე, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.