ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
მინდა ყველას გთხოვოთ, რომ ამ დღეებში ყველაფერი გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ შესაძლებლობაშია, რომ ჩვენ ჩვენი თავი წარვადგინოთ, როგორც ღირსეულმა ევროპულმა ქვეყანამ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საზოგადოებამ იცის რა უნდა, როგორი ევროპა და საქართველო უნდა.
„მინდა, მივესალმო ყველა იმ ადამიანს, ვინც აპირებს გამოსვლას დღეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი სახე ვაჩვენოთ და ჩვენი სახე უნდა იყოს მშვიდი. ჩვენ ვიცით, რა გვინდა, როგორი ევროპა და საქართველო გვინდა და ეს არის ის, რაც უნდა ვაჩვენოთ.
მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველას, რომ აქ არავინ არ მოვიდეს რამე ექსცესებისთვის და მინდა, მივმართო სამართალდამცავებს, რომ ყველანაირად იყოს შენარჩუნებული სიმშვიდე, რამეთუ ეს მშვიდი კადრები გავა ევროპის ყველა ეკრანზე და ეს იქნება ერთ-ერთი ნაწილი იმ გადაწყვეტილებების, რაც არის მისაღები“, - განაცხადა სალო