პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მინდა მივმართო ხელისუფლებას და დადებითად შევაფასო ის განცხადება, რომელიც დღეს პრემიერის მხრიდან გაკეთდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი გამოსვლის იმ ნაწილს, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას დამტკიცებისთანავე დაიწყებს.
„ეს არის სწორი და ის მიმართულება, რომელიც ჩვენ გვჭირდება. იგივეს ვერ ვიტყვი ზოგიერთი პარტიული განცხადების შესახებ, რომელიც გაკეთდა წინა დღეებში და არანაირად არ წაადგება ჩვენს კანდიდატურას და ევროპულ მომავალს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს, 20 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „როგორც კი საბჭო დაამტკიცებს აღნიშნულ რეკომენდაციებს, ბრიუსელთან ერთად, საქართველოს ხელისუფლება მაშინვე დაიწყებს მათ შესრულებაზე მუშაობას“.
პრემიერის განმარტებით, აღნიშნული რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი ისედაც იყო ხელისუფლების დღის წესრიგში ჩადებული