შიდასტრუქტურული რეორგანიზაცია, თუ გადაადგილებები ჩვეულებრივი პროცესია - ანა წითლიძე

წითლიძე

„შიდასტრუქტურული რეორგანიზაცია, თუ გადაადგილებები, მათ შორის, რეგიონებში ჩვეულებრივი პროცესია, რომელიც ნებისმიერი არჩევნების შემდეგ ნებისმიერ პარტიაში ხდება",- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

"ასევე, ვიმსჯელებთ მომავლის სტრატეგიაზე, შიდასტრუქტურული ორგანიზაციების გაძლიერებაზე, განსაკუთრებით რეგიონებში და ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს პარტიული მუშაობა საბოლოო გამარჯვებისთვის. პროტესტი უნდა იყოს მრავალფეროვანი და ის უნდა იყოს ყველგან.

პროტესტის მთავარი ხაზი უნდა იყოს საპროტესტო აქციებიც, იმიტომ, რომ განსაკუთრებით რეგიონებში საპროტესტო აქციების განწყობა არის. თუმცა, საპროტესტო აქციები არ არის ბრძოლის ერთადერთი ხერხი. ამიტომ, დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე განვიხილავთ საპროტესტო აქციის საკითხსაც და მათ შორის, იმასაც, თუ როგორი უნდა იყოს პარტიის შემდგომი სტრატეგია”, - აცხადებს წითლიძე.