,,შევხვდი სენატორ სტივ დეინსს, ნამდვილ პატრიოტს. განვიხილეთ აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ახალი ეტაპის გახსნა, არსებული კავშირების განმტკიცება" - საქართველოს ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი

ნო

საქართველოს ელჩი აშშ-ში, თამარ ტალიაშვილი, სენატორ სტივ დეინსსშეხვდა. როგორც ტალიაშვილი X-ისსაკუთარ გვერდზე წერს, შეხვედრა პოზიტიური იყო და მასზე საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ახალი ეტაპის შესახებ ისაუბრეს.

"მოხარული ვარ, რომ შევხვდი აშშ-ის სენატორ სტივ დეინსს, ნამდვილ პატრიოტს. ჩვენ განვიხილეთ აშშ-საქართველოს ურთიერთობებში ახალი ეტაპის გახსნა, არსებული კავშირების განმტკიცება, ასევე ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის მნიშვნელობა", - წერს აშშ-ში საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი.