სიახლე მართვის მოწმობასთან დაკავშირებით
1757616093
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა პოლკოვნიკმა დავით თამაზაშვილმა საქართველოში აშშ-ის თავდაცვის ახლად დანიშნულ ატაშესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა საქართველოსა და აშშ-ის შორის საზღვრის დაცვის სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო.
შეხვედრისას მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ახლად დანიშნულ სამხედრო ატაშეს - პოლკოვნიკ ჯონათან ადამსს საქართველოში წარმატებული საქმიანობა უსურვა.
შეხვედრას სასაზღვრო პოლიციის მოადგილეები - პოლკოვნიკი დავით ბიწკინაშვილი და პოლკოვნიკი გივი გორდაძე, ასევე, სასაზღვრო პოლიციის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსი - I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ატაშე - ვიცე-პოლკოვნიკი რედ კრისტენსენი და აშშ-ის საელჩოს საზღვაო მრჩეველი - სტივენ ბაუერი ესწრებოდნენ.