სიახლე მართვის მოწმობასთან დაკავშირებით
1757616093
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 8, 9 სექტემბერს დაკავებული სამი პირიდან ორი გათავისუფლდა, ერთი დაკავებულის, მეგი დიასამიძის შესახებ, რომელსაც საარჩევნო ბანერის დაზიანებას ედავებიან, პროკურატურამ სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ მიმართა.
ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ, 8, 9 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული სამი პირის შესახებ. სამწუხაროდ, დაზარალებულ აქტივისტებმა, არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა. შესაბამისად, ისინი დღეს გათავისუფლდნენ დაკავებიდან. რაც შეეხება ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეს, როგორც ჩვენთვის ცნობილია, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს მისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ და ის რამდენიმე საათში გათავისუფლდება პატიმრობიდან“, - განაცხადა დარახველიძემ.
სიახლე მართვის მოწმობასთან დაკავშირებით
1757616093