თორნიკე ჭეიშვილი: როდესაც ლევან ხაბეიშვილი ცდილობდა შეექმნა ფონი, თითქოს რაღაც სერიოზულისთვის ემზადებოდა, წარმოშობს კითხვის ნიშნებს იმასთან მიმართებით, რას ემსახურებოდა დაკავების მომენტში ტელეფონის გადამალვა

თორნიკე ჭეიშვილი

როდესაც ის ცდილობდა შეექმნა ფონი, თითქოს რაღაც სერიოზულისთვის ემზადებოდა, წარმოშობს კითხვის ნიშნებს იმასთან მიმართებით, რას ემსახურებოდა იმ [დაკავების] მომენტში ტელეფონის გადამალვა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ლევან ხაბეიშვილმა დაკავებისას მობილური ტელეფონი ოპოზიციონერ მურთაზ ზოდელავას მიაწოდა.

„ლევან ხაბეიშვილი არის ერთგვარი პირმშო და პროდუქტი იმისა, რასაც ჰქვია „შავი ფული“, კორუფციული გარიგებები, თუ სქემები. როდესაც ის ცდილობდა შეექმნა ფონი, თითქოს რაღაც სერიოზულისთვის ემზადებოდა, თუ ამზადებდა თავის მხარდამჭერებს, თავისთავად წარმოშობს კითხვის ნიშნებს იმასთან მიმართებით, რას ემსახურებოდა იმ [დაკავების] მომენტში ტელეფონის გადამალვა და ხომ არ იყო ეს დაკავშირებული იმასთან, რომ ვიდრე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდებოდა, ამ ტელეფონიდან გამქრალიყო კონკრეტული ინფორმაცია“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილს და მურთაზ ზოდელავას ბრალს დღეს წარუდგენენ.