რა უთხრა გია ჯაჯანიძეს ორნელა მუტიმ სკანდალური ეთერის დასრულების შემდეგ
1780341109
თბილის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა "დებატებში" იმ პროექტებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც ბოლოს წლების განმავლობაში, დედაქალაქში ვითარდება.
მან ყურადღება სატრანსპორტო პოლიტიკაზე, რეკრეაციული ზონების განვითარებაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებზე გაამახვილა.
"პროექტები, რომელსაც ვახორციელებთ და, ზოგადად, ცვლილებები უკეთესობისკენ არის შეუქცევადი, რაც მნიშვნელოვანია. ასე მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა გადადგმული ნაბიჯი გახდა სისტემური. შემიძლია ბევრი ვისაუბრო და აუცილებელია საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა არის ის ძირითადი მიმართულებები, სადაც კონკრეტული პროექტები ხორციელდება.
დავიწყებდი სატრანსპორტო პოლიტიკით, რა თქმა უნდა, უნდა გავიხსენო ის მძიმე მდგომარეობა, რაც აღნიშნული მიმართულებით გვქონდა - გაუბედურებული ავტობუსები, მიკროავტობუსები, რომლებიც კრიტიკას ვერ უძლებდა. გვახსოვს, როგორი ტრანსპორტი გადაადგილდებოდა დედაქალაქში - ძირგამომპალი, გამონაბოლქვის თვალსაზრისით ისინი უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა, ეკოლოგიური კუთხით, ჯანმრთელობის თვალსაზრისით, მეტროში იყო უდიდეს პრობლემები.
მინდა ვისაუბრო რეკრეაციის, გამწვანების კუთხით. ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით თვალსაჩინოა, თუ რა გაკეთდა ქალაქში ამ მიმართულებით - ახალი პარკები, რეაბილიტირებული სკვერები, მწვანე არეალები, სპორტული მოედნების დაბრუნება მუნიციპალიტეტისთვის, თბილისელებისთვის გასხვისებული არეალების დაბრუნება, სადაც ალბათ კორპუსები და სამშენებლო სამუშაოები უნდა წარმოებულიყო. იყო გასხვისებული სკვერები, გასხვისებული მოედნები, რეკრეაციული არეალები, რომელიც უბრუნდება მუნიციპალიტეტს.
ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები იქნა გაკეთებული დედაქალაქში - ეს არის ქუჩების, გამზირების რეაბილიტაცია. რაც მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი კეთდებოდა ძირეულად. მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოძველებული ინფრასტრუქტურა ეტაპობრივად ახლდება დედაქალაქში. არ არსებობს პროექტი, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოებით შევიდეთ და იქ მიწისქვეშ არსებული კომუნიკაციები არ განვაახლოთ და რეაბილიტაცია არ ჩავატაროთ.
ასევე, მნიშვნელოვანია ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები, რომელიც მნიშვნელოვანია თითოეული თბილისელისთვის.
სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვყავს ადამიანები, ოჯახები, ვისაც ჩვენი მხრიდან სჭირდება თანადგომა, მხარდაჭერა. აღნიშნული პროგრამები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ამ ადამიანებს, ოჯახებს შევუმსუბუქოთ ცხოვრება", - განაცხადა კახა კალაძემ.