შეუძლიათ, რაც უნდათ, ის განაცხადონ, მაგრამ დანაშაული სახეზეა, ეს არის კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი მეთოდებით დამხობის მცდელობა, ეს არის ძალადობა და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გაეცემა შესაბამისი პასუხი კანონის ფარგლებში - ეკა სეფაშვილი

ეკა სეფაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას პროცესი იწყება. სასამართლოში ასევე მიმდინარეობს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის საქმის განხილვა.

დაკავებულების ნაწილს ბრალი წარდგენილი აქვს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდებასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, ნაწილს კი ორგანიზებისთვის.

სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, დანაშაულის ფაქტები სახეზეა.

"მათ რაც უნდათ, შეუძლიათ ის განაცხადონ, მაგრამ დანაშაული სახეზეა, ეს არის კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი მეთოდებით დამხობის მცდელობა, ეს არის ძალადობა და, რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს გაეცემა შესაბამისი პასუხი კანონის ფარგლებში", - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი.