შესახებ ინვიტრო განაყოფიერება რჩება ისე, როგორც არის, მაგრამ სუროგაცია ქვეყანაში იქნება აკრძალული - ზაზა ლომინაძე

ზაზა ლომინაძე

 საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ ინიციატივაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ის პარლამენტში უახლოეს მომავალში დარეგისტრირდება.

სუროგაციის აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლად - ეთიკური და სამართლებრივი რისკები სახელდება.

სიახლის შესახებ პირველი განცხადება გუშინ უმრავლესობის ლიდერმა გააკეთა.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის განცხადებით, იკრძალება მხოლოდ სუროგაცია და ეს არ ეხება ინვიტრო განაყოფიერებას.

"ჯერ კიდევ 2023 წელს იხილებოდა საკითხი, სუროგაციასთან დაკავშირებით როგორც საპარლამენტო და სამთავრობო დონეზე, ასევე სფეროს წარმომადგენლებთან.

სტატისტიკამ გვაჩვენა, რომ სფეროს აუცილებელი რეგულაციები ესაჭიროება და პირველ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ მთლიანად აიკრძალოს სუროგაცია ქვეყანაში, თუმცა ეს ჯერ კანონპროექტი დამუშავების დონეზეა.

აქტიურად არის ჩართული ყველა სფერო, რომელმაც უნდა განიხილოს ეს საკითხი, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არ ვეხებით ინვიტრო განაყოფიერებას, ამიტომ ინვიტრო განაყოფიერება რჩება ისე როგორც არის, მაგრამ სუროგაცია ქვეყანაში იქნება აკრძალული", - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

✕