წყალი 12 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1768935842
სამთავრობო გუნდი აპრილისთვის მაღალპროფესიონალურ დონეზე მომზადებულ დასკვნას დადებს - ასე ეხმიანება უმრავლესობა სურსათის ფასების შემცირების მიზნით ქვეყანაში დაწყებულ პროცესს. თემის განსახილველად გუშინ სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის პირველი სხდომა შედგა. ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული კომისია არა მხოლოდ სურსათის ფასებზე, არამედ მედიკამენტებსა და საწვავის ფასებზეც იმსჯელებს.
"ქართული ოცნების" განმარტებით, კომისია სამი თვე იმუშავებს; პარალელურ რეჟიმში მოხდება საკითხის საპარლამენტო შესწავლაც. მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ ისინი კონკრეტული შედეგის მიღწევას შეძლებენ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი: "წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვით. სამთავრობო კომისია იქნება საკმაოდ კარგად მომზადებული იმისათვის, რათა საზოგადოებას წარმოუდგინოს დასკვნა, რომელიც უნდა იყოს მაღალპროფესიონალურ დონეზე მომზადებული."
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი: "ამ მოკვლევის ფარგლებში, ჩვენ უნდა დავადგინოთ, რით არის გამოწვეული ფასების ისეთი ნამატი, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა - რიგ შემთხვევებში, 80%-ს აღწევს ეს ნამატი და როგორ შეგვიძლია, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის გაიაფდეს პროდუქტები. შესაძლოა, ამას დასჭირდეს როგორც საკანონმდებლო რეგულაციები, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე გარკვეული ჩარევა, თუმცა ასევე, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს, რამდენადაა შესაძლებელი "კარტელურ" გარიგებებს ჰქონდეს ადგილი," - აცხადებს ნინო წილოსანი.