"შემოყვანილ იქნა 30 სამართალდამცავი, რომელთაც აღენიშნებოდათ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაზიანებები. ამ ეტაპზე კლინიკაში რჩება ორი დაშავებული" - ექიმი ვაჟა ლეჟავა

ვაჟა ლეჟავა

4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების შედეგად, დაშავდა აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა დაზარალებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. 30-მდე პირს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.

ჰოსპიტალიზირებულ დაშავებულებს სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ. მძიმეა ერთ-ერთი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

 

"აქციიდან სულ 5 დაშავებული გვყავდა, სამი ამბულატორიული მეთვალყურეობით გაეწერა ბინაზე და ერთი პაციენტი განაგრძობს ჩვენთან მკურნალობას. პაციენტთან გამოვლინდა ქალა ტვინის კეროვანი ტრავმა, კერძოდ, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, მარჯვნივ საფეთქლის ძვლის ხაზოვანი და ფრაგმენტული მოტეხილობა. ამ დილისთვის, კვლავ ჩატარდა განმეორებით კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც დინამიკა გვაქვს დადებითი. ამიტომ, პაციენტი რაიმე ოპერაციულ ჩარევას არ საჭიროებს. უგრძელდება მკურნალობა, იმყოფება ნეიროქირურგების მეთვალყურეობის ქვეშ", - აღნიშნა ექიმმა.

დაშავებულების შესახებ კომენტარი გააკეთა ადაუდებელი განყოფილების ექიმმა, ვაჟა ლეჟავამ.

 

"შემოყვანილი იქნა 30 სამართალდამცავი, რომელთაც აღენიშნებოდათ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაზიანებები. ჩაუტარდათ შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული ინსტრუმენტული კვლევები. ამ ეტაპზე, კლინიკაში რჩება მხოლოდ ორი დაშავებული, რომელიც მკურნალობას აგრძელებს განყოფილებაში. ძირითადი დაზიანებები იყო ტრავმული, ბლაგვი იარაღით და ა.შ." - ამბობს გადაუდებელი განყოფილების ექიმი, ვაჟა ლეჟავა.